spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოდოლიაკი – საინტერესო იქნება, შევხედო საქართველოს მთავრობას, როდესაც რუსეთი დამარცხდება, როგორ გაამართლებენ ისინი თავიანთ განცხადებებს

საინტერესო იქნება, შევხედო საქართველოს მთავრობას, როდესაც რუსეთი დამარცხდება, როგორ გაამართლებენ ისინი თავიანთ განცხადებებს, ან სიჩუმეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლმა მოხაილო პოდოლიაკმა  ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში,  ვახო სანაიასთან ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი პრორუსი ოლიგარქია, ჟურნალისტის კითხვის პასუხად კი განმარტა, რომ ეს მისი პირადი აზრია და არა პრეზიდენტ ზელენსკის.  

 

“მსოფლიო  ნებისმიერ შემთვევაში მივა დასკვნამდე, რომ პრორუსი ოლიგარქები არ უნდა დომინირებდენ, განსაკუთრებით,  პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს არის ელემენტი,  რომელიც კორუფციულ გარემოს ქმნის ამ სივრცეში, დეოლიგარქიზაცია გარდაუვალია… განსაკუთრებით რაც შეეხება რუსს ან პრორუსს, როდესაც საქართველოზეა საუბარი, მაგრამ ეს ყველაფერი მთავრობის გადასაწყვეტია.

 

თქვენი მთავრობა შეიძლება ბრაზდებოდეს,  ან არ ბრაზდებოდეს, მაგრამ არსებობს ობიექტური რეალობა.  ჩემთვის საინტერესო იქნება შევხედო საქართველოს მთავრობას, როდესაც რუსეთი დამარცხდება, როგორ გაამართლებენ ისინი თავიანთ განცხადებებს, ან სიჩუმეს. სიჩუმეც ძალიან მნიშვნელოვანია,  ამბობენ, ყველაზე საშინელი ის ადამიანები არიან, რომლებიც აგრესიის დროს ჩუმად არიან“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები