გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, თითქმის 14 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.
ქვეყნიდან გასულთა უმეტესი ნაწილი ქალი და ბავშვია.
“არასდროს ყოფილა ისტორიაში იძულებითი განსახლების ასეთი მასშტაბები და ასეთი სიჩქარე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გაეროს მონაცემებით, 3 მილიონზე მეტი უკრაინელი ბავშვი იძულებული გახდა სწავლა შეეწყვიტა საომარი მოქმედებების დაწყების გამო.
მთელს უკრაინაში ასობით ათას მოქალაქეს არ აქვს წყალი და ელექტროენერგია.
უკრაინაში ამჟამად 15,7 მილიონ ადამიანს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება.