spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ღარიბაშვილი – ილია ელოშვილი გახლდათ ქვეყნის დიდი პატრიოტი, პროფესიონალი, ვისაც მუდამ თანამოქალაქეთადმი გვერდში დგომით იცნობდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური უსამძიმრებს და თანადგომას უცხადებს ილია ელოშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს.

“ილია გახლდათ გამორჩეული საჯარო მოხელე, ქვეყნის დიდი პატრიოტი, პროფესიონალი, ვისაც მუდამ თანამოქალაქეთადმი გვერდში დგომით იცნობდნენ. მისი წასვლა დიდი დანაკლისია ქალაქისთვის, ქვეყნისთვის, ახლობლებისა და მეგობრებისთვის.

 

ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ ილია ელოშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს”,- აღნიშნავს პრემიერი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები