spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“აზოვსტალის“ თავზე აღმართული უკრაინის დროშა უკრაინის ისტორიის ეროვნულ მუზეუმს გადაეცა

უკრაინის დროშა, რომელიც მარიუპოლში, “აზოვსტალის“ ქარხნის თავზე იყო აღმართული, უკრაინის ისტორიის ეროვნულ მუზეუმს გადაეცა. 

 

დროშა ქარხნიდან დაჭრილი უკრაინელი დამცველების ევაკუაციის დროს გაიტანეს.

 

მუზეუმისთვის დროშის გადაცემის ცერემონიაში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი, მარიუპოლის დამცველები და იმ უკრაინელი სამხედროების ცოლები დაესწრნენ, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან.

 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის სადაზვერვო სამსახურები “აზოვსტალის” დატყვევებულ მებრძოლებს უკავშირდებიან. 

“დღეს “აზოვის” პოლკის დატყვევებულ მებრძოლებთან კომუნიკაციას ახორციელებენ ჩვენი დაზვერვის ოფიცრები თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოდან. სწორედ მათი მეშვეობით გავიგებთ დამატებით ინფორმაციას: დაკავების პირობებს, კვებას და მათი გათავისუფლების შესაძლებლობებს. ყველამ ვიცით, რომ აქ, კიევში უნდა უნდა იყვნენ და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ”, – განაცხადა უკრაინის შს მინისტრმა დენის მონასტირსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები