ფრონტის ხაზზე, რომელიც 700 კილომეტრზეა გადაჭიმული, რეალურად ყველგან, უკრაინა იმარჯვებს და მიდის წინ, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა,“ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იმედოვნებს, რომ სიმართლეს შეესაბამება სევეროდენეცკის გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
“დღეს მთელი დღის განმავლობაში მოდიოდა ინფორმაცია, რომ ჩვენი ძალები – უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში ქართველებიც არიან და გმირულად იბრძვიან უკრაინელების მხარდამხარ, ახორციელებენ სევეროდონეცკის გათავისუფლების ოპერაციას. ამის თაობაზე უკრაინის გენშტაბიც იუწყებოდა. დიდი იმედი მაქვს, რომ ინფორმაცია სევეროდონეცვის გათავისუფლების სიმართლეს შეეფერება“, – განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, რუსეთს ეწურება ომის წარმოების რესურსი.
“ფაქტობრივად, ფრონტის ხაზზე, რომელიც 700 კილომეტრზე არის გადაჭიმული, რეალურად ყველგან, უკრაინა იმარჯვებს და მიდის წინ, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთს ეს მომენტი გამოეყენებინა, უახლოესი ერთი-ორი კვირა, სანამ იმ შეიარაღების მნიშვნელოვანი ნაწილი მოასწრებს ჩამოსვლას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინას, ამის გარეშეც უკრაინა ამ ყველაფერს ახერხებს, რაც ძალიან სასიხარულოა“, – განაცხადა ბარამიძემ.