თქვენ ბატონი კუბილიუსი საქართველოს უფროსი გგონიათ, ეს არის სამწუხარო, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის შიდა საქმეებში არავინ უნდა ჩაერიოს.
“ცუდი და სამწუხარო რა არის იცით? თქვენ ბატონი კუბილიუსი საქართველოს უფროსი გგონიათ, სამწუხაროდ, არ უყურებთ ისე, რომ ევროპარლამენტარები არიან ევროკავშირის ანუ თავისუფალი სუვერენული ქვეყნების გაერთიანება, რომელთანაც ჩვენ გვინდა მეგობრობა.
თუ საზოგადოებას ეუბნებით, არ გვინდა რუსეთი, იმიტომ, რომ ისინი ერევიან სუვერენიტეტში და გვინდა კუბილიუსი, რომელიც ჩვენი უფროსი იქნება, ეს არის მიუღებელი”, – აცხადებს მაჭარაშვილი.