spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში, მესხეთის N35 და N61 -ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომში,  მესხეთის N35 და N61 -ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, შეიცვალება სახურავი, აივნი და კარ-ფანჯარა,   მოეწყობა დეკორატიული ელემენტები და განათება. ასევე,   მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს არსებულ ღობეს უტარდება  რეაბილიტაცია. 

ბორჯომის მერია, ქალაქის მასშტაბით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას მომავალშიც გეგმავს.

2022 წელს ბორჯომში,  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს შემდეგ მისამართზე:  სააკაძის  ქუჩის N2 , აღმაშენებლის N35, მესხეთის N35 და N61 -ში.

 

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ბორჯომში შვიდი მრავალბინიანი სახლის ფასადის რეაბილიტაცია განხორციელდა

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები