spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ევროპარლამენტმა ევროკავშირს რეკომენდაციით მიმართა, უკრაინას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს

ევროპარლამენტი ევროკავშირს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი მიანიჭოს. 

 

რეზოლუციას მხარი 438-მა დეპუტატმა დაუჭირა, 65 წინააღმდეგი იყო, 94-მა თავი შეიკავა.

 

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს „როგორც მკაფიო პოლიტიკური სიგნალი უკრაინის ხალხთან სოლიდარობისა“. ევროპარლამენტის რეკომენდაციაა ასევე უკრაინისთვის “დაყოვნების გარეშე” იარაღის მიწოდება საჭიროებების შესაბამისად, სამშვიდობო ინსტრუმენტის, საკოორდინაციო ცენტრისა და კიევს შორის ორმხრივი შეთანხმებების გამოყენებით.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები