როგორც ოპოზიციურ პარტიებს, ისე მმართველ პარტიას, მინდა მოვუწოდო, დაანებეთ ურთიერთბრალდებებს თავი და ასე საშურ დემოკრატიულ რეფორმებს მიმართეთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსათვის შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა.
“რამდენიმე თვის წინ ძალიან დიდი უმრავლესობით მივიღეთ რეზოლუცია, რომ მხარი დაგვეჭირა უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისათვის, ასევე რამდენიმე კვირის წინ – მოლდოვისთვის, ახლა კი განვიხილავთ ჟურნალისტთა უსაფრთხოებას და მედიის თავისუფლებას საქართველოში. მე არ ვთვლიდი, რომ ეს იყო ნომერ პირველი ამოცანა, მაგრამ ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომ ის ქვეყანა, რომელიც დემოკრატიულ რეფორმებში იყო პირველი, გახდა მაჩანჩალა.
როგორც ოპოზიციურ პარტიებს, ისე მმართველ პარტიას, მინდა მოვუწოდო, მიიღეთ ეს როგორც ბოლო ზარი, დაანებეთ ურთიერთბრალდებებს თავი და ასე საშურ დემოკრატიულ რეფორმებს მიმართეთ, შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა,სწორედ ამას ელოდება თქვენგან ქართველი ხალხი“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.