spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სვენ მიქსერი – წუხილით ვადევდებთ თვალს იმ გულისგამტეხ ღია გზავნილებს, რომელსაც უშვებს საქართველოს მთავრობა

წუხილით ვადევდებთ თვალს იმ გულისგამტეხ ღია გზავნილებს,  რომელსაც უშვებს საქართველოს მთავრობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა  საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას  განაცხადა. 

 

მისი თქმით, მედიის მიმართულებით მდგომარების გაუარასების ტენდენცია კიდევ უფრო დაამძიმა  ნიკა გვარამიას ბუნდოვანი ბრალდებით დაკავების ფაქტმა. 

 

“რეზოლუციას, რომელსაც ხვალ უნდა ვუყაროთ კენჭი,  ეხება მედიის თავისუფლებას და დემოკრატიას. ბევრი რამ არის განსახილველი ამ კუთხით. ბოლო 2 წელიწადში ქართული მედიის თავისუფლების ინდექსმა ძალიან დაიწია და გაუარესდა მისი პოზიციები, რაც ნათლად გამოჩნდა ულტრამემარჯვენე ჯგუფების აგრესიიდან გამომდინარე. ბოლო დროს ეს მოვლენა ბატონი  გვარამიას  ძალიან ბუნდოვანი ბრალდებით დაკავების პროცესმაც აჩვენა, წუხილით ვადევდებთ თვალს იმ გულისგამტეხ ღია გზავნილებს,  რომელსაც უშვებს საქართველოს მთავრობა“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

 

მისივე თქმით, ევროპარლამენტის შემდგომი ნაბიჯები უნდა დაიგეგმოს მეტი სიფრთხილით და ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით.

 

“ჩვენი შემდგომი ნაბიჯები უნდა იყოს ფრთხილად დაგეგმილი, რათა გავითვალისწინოთ ქართველი ხალხის ინტერესები. ჩვენ უფრო მკაცრი ხაზი უნდა გავატაროთ საქართველოსთან მიმართებაში.  მათ უნდა ესმოდეთ, რომ როცა საქმე ეხება საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, ეს მათი გასაკეთებელია.ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ პოტენციური შედეგები და დავგეგმოთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები ისე, რომ ამან არ იმოქმედოს უარყოფითად საქართველოს ხალხის მისწრაფებებზე,  ან ჩვენ საკუთარ სტრატეგიულ ინტერესებზე ამ რეგიონში”, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები