spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია გაიგზავნა

უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში  ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია გაიგზავნა.

პარლამენტის თავჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოს პარლამენტი უკრაინელი ხალხის გვერდში დგომას მომავალშიც გააგრძელებს.

“საქართველოს პარლამენტიდან, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, უკრაინაში მორიგი ტვირთი გაიგზავნა. დღევანდელი დახმარება, ძირითადად,  ბავშვთა კვების პროდუქტებისგან და პირველადი მოხმარების საგნებისგან შედგება. ჩვენ ყველანაირად მხარში ვუდგავართ უკრაინელ ხალხს და ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრების მათდამი სოლიდარობის გამოხატვა“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პარლამენტში უკრაინის მხარდასაჭერი საქველმოქმედო აქცია გაგრძელდება.

„საკუთარი დანაზოგიდან თანხა შევაგროვეთ და უკრაინაში გასაგზავნად  საჭირო ნივთები შევიძინეთ. საჭიროების მიხედვით კიდევ გავაგზავნით პირველადი მოხმარების და ყველა საჭიროების ნივთებს. ასეთი აქცია მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ მთავარია, რომ ყველამ ერთად მივაღწიოთ უკრაინაში ომის დასრულებას“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები