spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ საკირეში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი სოფელ საკირეში  მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში,  წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

 

ბორჯომის მერი ნავთობისა და გაზის კომპანიის (ბიპი) წარმომადგენლებს შეხვდა. კომპანიამ ბორჯომის მუნიციპალიტეტს ნებართვა მისცა სასმელი წყლის მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს მათ კუთვნილ ტერიტორიაზე.  

 

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება სათავე ნაგებობას, იცვლება მაგისტრალზე დაზიანებული მონაკვეთები, მოეწყო ახალი 300 კბმ-ს რეზერვუარი, ასევე შეიცვლება შიდა ქსელი. 

 

სოფელ საკირეში, სადაც 400-მდე ოჯახი ცხოვრობს,   წყალი, გრაფიკით  მიეწოდება. პროექტის დასრულების შემდგომ, სოფელ საკირის  მაცხოვრებლებს წყლის მიწოდების პრობლემა სრულად მოუგვარდება.  

 

სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. 

 

პროექტის საერთო ღირებულება 523 593  ლარია. 

 

მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე  სოფელ საკირეში მინი სპორტული მოედნის მოწყობა დაიწყო.

 

პროექტი ითვალისწინებს კომბინირებული, ხელოვნურსაფარიანი ახალი მინი სპორტული მოედნის მოწყობას.  მოედანზე დაიგება მწვანე ხელოვნური საფარი, დამონტაჟდება ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარი და განათება. მოეწყობა  სპორტული მოედნი, რომელიც  შეიმოიღობება ლითონის კონსტრუქციით.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები