spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გრიგოლ ვაშაძე – ვინც ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის კანდიდატის სტატუსს არაფერი მოაქვს, ის ადამიანი კინწისკვრით უნდა გააგდოთ

დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე ვარაუდობს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ალბანური ვარიანტით მიიღებს, სადაც კონკრეტული ვალდებულებები იქნება გაწერილი.

 

“თუ ჩათვლიან, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო არ იმსახურებს არანაირ პერსპექტივას, მაშინ უარს გვეტყვიან. ჩემს მოლოდინს გეტყვით – უკეთეს შემთხვევაში ალბანურ ვარიანტს მივიღებთ, როცა პირდაპირ სიას გამოგვიწერენ თარიღებით და გვეტყვიან – ეს, ეს და ეს არის გასაკეთებელი, თუ ევროპულ ოჯახში დაბრუნება გნებავთ, როგორც ამას ამდენი წელი ამტკიცებდით. 

 

ვინც ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის კანდიდატის სტატუსს არაფერი მოაქვს, ის ადამიანი კინწისკვრით უნდა გააგდოთ და არაფერი ჰკითხოთ, რადგან ყველაფერს თავი რომ დაანებო, ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო წვდომას იღებს უზარმაზარ ფინანსურ რესურსებზე, რომელიც ევროკავშირშია“, – განაცხადა ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები