spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ევროკავშირის წარმომადგენლობა კამპანიას “ისტორიები ცვლილებებზე” იწყებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში კამპანიას “ისტორიები ცვლილებებზე” იწყებს. ვიდეოების ეს სერია წარმოაჩენს იმ ადამიანების ისტორიებს, რომელთა ცხოვრება და გარემო პირობები ევროკავშირის ინიციატივების შედეგად შეიცვალა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის ნიკოლას სენდროვიჩის განცხადებით, პროექტი მიმართულია საქართველოს მოსახლეობაზე, რომელთა ცხოვრებაც ევროკავშირის ინიციატივებმა შეცვალა.

“მოხარული ვარ, რომ ვიწყებთ კამპანიას „ისტორიები ცვლილებებზე. ევროკავშირის პარტნიორობა საქართველოსთან სცდება პროექტებსა და პროგრამებს; ის მიმართულია საქართველოს მოსახლეობაზე, რომელთა ცხოვრებაც ჩვენმა ინიციატივებმა შეცვალა. ამ ისტორიების საშუალებით შეგვიძლია, გავიცნოთ ადამიანები, რომლებმაც ისარგებლეს ევროკავშირის მხარდაჭერით და ვაჩვენოთ, როგორია ამ ხელშეწყობის შედეგი”, – განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა.

“ისტორიები ცვლილებებზე“ გვიყვება ევროკავშირის პროექტებზე და ამავდროულად, გვაცნობს იმ დადებით გავლენას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება. პერსონალური ისტორიების გაზიარებით ვიდეოები აჩვენებს ევროკავშირის მხარდაჭერის რეალურ და გრძელვადიან სარგებელს და ფოკუსირებულია იმ ადამიანებზე, რომლებმაც ეს წარმატება საკუთარ თავზე გამოცადეს, მათ შორის არიან მეწარმეები, ფერმერები, სტუდენტები,  სოციალური აქტივისტები და  სხვა. ეს ისტორიები ხაზს უსვამს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოში მდგრადი განვითარების, სოციალური ერთობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისადმი.

კამპანიის „ისტორიები ცვლილებებზე“ დაწყება, ევროკავშირის მხარდაჭერის ფონზე, ევროკავშირსა და საქართველოს მოსახლეობას შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ეტაპია. ის ეფუძნება იმ ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობას უდევს საფუძვლად, მათ შორის მდგრადობას და მუდმივ პროგრესს”, – აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები