spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – “დროას” წარმომადგენლები და სხვა ოპოზიციური პარტიების წევრები მიემგზავრებიან ბრიუსელსა და ვაშინგტონში ამ ორი საკითხის გასამყარებლად

“დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები პარტნიორებთან ერთად  ორ საკითხზე: სანქციების დაწესებასა და ქართველი ხალხის ნების გამოხატვაზე იმუშავებენ.

 

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ამ ორი საკითხის გასამყარებლად ბრიუსელსა და ვაშინგტონში მიემგზავრებიან.

 

“გუშინ ირაკლი ღარიბაშვილისგან და რეალურად ბიძინა ივანიშვილისგან ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ღია მოღალატეობრივი განცხადება – ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი. ეს არ არის გადამეტებული სიტყვები, ჩვენ ვნახეთ რომ ნელ-ნელა პროცესი რომელიც  მიდიოდა ევროკავშირის პერსპექტივის წინააღმდეგ, მივიდა იმ წერტილამდე, რომ ღარიბაშვილი ღიად გვეუბნება, რომ  კანდიდატობა არაფერს ნიშნავს და პრაქტიკულად ხელს უკრავს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან რამეს – ევროპულ პერსპექტივას. ეს მოულოდნელი არ არის, ჩვენ არც წუწუნს ვაპირებთ, ჩვენ ვაპირებთ მოქმედებას.

 

რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ: ეს არის პარტნიორებთან მუშაობა 2 საკითხზე: პირველი – სანქცირების პროცესის ბოლომდე მიყვანა. ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხი, რომელიც უკვე დღის წესრიგში დადგა ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, არ არის ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან. სანქცირებულები უნდა იყვნენ ის ე.წ. ბიზნესმენები და ოლიგარქები, რომლებიც არიან ივანიშვილის ბიზნესძალაუფლების საყრდენები. 

 

ასევე სანქცირებული უნდა იყოს სასამართლო კლანი, პროკურატურა, სუს-ი და პოლიტიკური პოლიცია.

 

მეორე ამოცანა არის – ჩვენი ხალხის ნების კიდევ უფრო მტკიცედ და ხმამაღლა გაცნობა პარტნიორებისთვის.”დროას” წარმომადგენლები და სხვა ოპოზიციური პარტიების წევრები მიემგზავრებიან დასავლეთში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში, ამ ორი საკითხის გასამყარებლად – სანქციების და ჩვენი ხალხის ნების”, – განაცხადა ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები