spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით ჭიჭინაძე – სანამ კაბინეტებში სხედხართ, რა ნამუსით თხოვთ ადამიანებს ქუჩაში გამოსვლას, ხალხს თვლით სულელებად?!

სანამ კაბინეტებში სხედხართ, სხვას რა ნამუსით თხოვთ ადამიანებს ქუჩაში გამოსვლას და რადიკალურ ბრძოლას, ხალხს თვლით სულელებად?!, – აცხადებს “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე.

 

“თუ რეალურად გვინდათ შედეგი, პარლამენტიდან, საკრებულოებიდან დაიწყეთ, დატოვეთ ყველა კომფორტული ბუდე, სადაც ჩაბუდდით.

 

რადგან, სანამ კაბინეტებში სხედხართ, სხვას რა ნამუსით თხოვთ ადამიანებს ქუჩაში გამოსვლას და რადიკალურ ბრძოლას, ხალხს თვლით სულელებად?! ან მერამდენედ უნდა გაწბილდნენ ადამიანები? რამდენი წელია, ყველა მათი თავგანწირვა ვიღაცეების კულუარული გარიგებით სრულდება.
მოკლედ, თუ მართლა გვინდა პროტესტს შედეგი მოყვეს, სწორედრადიკალიზაციით უნდა დავიწყოთ. რადგან, სანამ პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარი სარგებლის ძებნა და გარიგებები არ დასრულდება, ვერც ევროპა გვიშველის და ვერც ამერიკა.

 

სხვა შემთხვევაში, ამით მხოლოდ “ოცნებას“ უხანგრძლივებთ თავისი დღის წესრიგით მართვას და მეტი არაფერი”, – აცხადებს  დავით ჭიჭინაძე

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები