ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, წაქაძის ქუჩაზე და სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე ჯამში, 730 მეტრი არმირებული ბეტონის საფარიანი გზა დაიგება.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 477 458 ლარი დაიხარჯება.