spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მტრისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენებაა

უკრაინისთვის ახლა მთავარია ფრონტზე მტერს მაქსიმალური დანაკარგი მიაყენოს. გარდა ამისა, უპასუხოს რუსეთის ყველა დარტყმას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ესაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკის. ზელენსკის თქმით, პოკროვსკის მიმართულებას ახლა ყველაზე მეტი თავდასხმა აქვს. მძიმე ვითარებაა ასევე კრამატორსკის, ტორეცკის და კუპიანსკის მიმართულებებზე.

ზელენსკის თქმით, ყოველდღიურად მთელი საბრძოლო ხაზის გასწვრივ თითქმის ორასი შეტაკება ხდება.

“ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ოკუპანტს მაქსიმალური დანაკარგი მივაყენოთ და რუსეთს ყველა თავდასხმაზე პასუხი გავცეთ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ზელენსკიმ სირსკისთან განიხილა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი ოპერაციების დეტალები და აქტიური მოქმედებები კურსკის რეგიონში.

მისივე თქმით, თითოეული უკრაინული ქვედანაყოფის სიმტკიცე, ჯარისკაცების სიზუსტე და პარტნიორების მტკიცე გადაწყვეტილებები ერთნაირად მნიშვნელოვანია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები