spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მაკრონმა კიევის რკინიგზის სადგურზე მედიისთვის პირველი განცხადება გააკეთა

ჩვენ ჩამოვიტანეთ უკრაინაში მხარდაჭერისა და ევროკავშირთან ერთიანობის შესახებ გზავნილი  და ჩვენ პრეზიდენტ ზელენსკის გამოვუცხადებთ ჩვენი ევროპული მხარდაჭერის ნიშანს ყველა უკრაინელისთვის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიევის რკინიგზის სადგურზე ჩასვლისას განაცხადა.

 

“ჩვენ ვატარებთ ევროკავშირის მხარდაჭერისა და ერთიანობის გზავნილს. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მიიღებს ევროპული ერთიანობის, მხარდაჭერის გზავნილს ყველა უკრაინელისადმი”, – განაცხადა მაკრონმა.

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი დღეს უკრაინაში ჩავიდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები