ერევანი-თბილისი-ერევნის მატარებელი მიმოსვლას 3 სექტემბრიდან დაიწყებს.
მატარებელი ერევნიდან კენტ დღეებში გავა, თბილისიდან კი ლუწ დღეებში. მგზავრობის დრო დაახლოებით 10,5 საათია.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ერევნის, გიუმრის, ვანაძორის, არმავირის სადგურების სალაროებში და ონლაინ.
ზრდასრული ადამიანისთვის ბილეთის ღირებულება იწყება $34-დან $68-მდე, ვაგონის კლასის მიხედვით. 5 წლამდე ბავშვები უფასოდ იმგზავრებენ.