spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით უსუფაშვილი – 6 თვეში რომ შევძლოთ მითითებებისა და რეკომენდაციების შესრულება, შესაძლოა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად 7-8 წელი ლოდინი აღარ დაგვჭირდეს

ამ 6 თვის განმავლობაში,  რომ შევძლოთ მითითებებისა და რეკომენდაციების შესრულება, შესაძლოა,  კანდიდატის სტატუსის მისაღებად 7-8 წელი ლოდინი აღარ დაგვჭირდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, კარგია რომ ქვეყანას ვითარების შესაცვლელად შანსი კიდევ რჩება. 

 

“ქვეყნის ამოცანაა, სანამ მსოფლიო გაჯერებულია უკრაინასთან დაკავშირებული თემით და  როგორც ჩანს,  6 თვე ეს იქნება დომინანტი თემა, ამ დროში  რომ მოგვეხერხებინა იმ ძალიან კონკრეტული მითითებისა და  რეკომენდაციების შესრულება,  შევძლებდით,  ამ ტალღას დაგვიანებით, მაგრამ მაინც შევუერთდეთ.  მაშინ შესაძლებელია 7 -8 წელი არ დაგვჭირვებოდა კანდიდატის სტატუსის ლოდინი. კარგი ამბავი ისაა, რომ ქვეყნისთვის ეს შანსი დარჩა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

 

მისი თქმით, შემთხვევითი არ არის,  რომ შარლ მიშელის, 19 აპრილის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო გვითხრეს უარი. 

 

“შემთხვევითი არ არის რომ შარლ მიშელის, 19 აპრილის შეთანხმება არის უარის ქვაკუთხედი. რატომ გვითხრეს უარი? ეს შეთანხმება რომ არ შეასრულეთ და გადაგვაგდეთო. ამას გვეუბნება ის ხალხი, ვინც ერთი წლის წინ ამდენი რესურსი  ჩადეს შეთანხმების შედგენაში. ამ შეთანხმებას ხელისუფლება ისე მოეპყრო, როგორც ამპარტავანი და ხულიგანი ადამიანი მოიქცევა – კი შეგითანხმდი, მაგრამ ნახვამდის, წადი და მიჩივლე… პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, ხელისუფლება ჭირდება მდგომარეობის გამოსწორებას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები