spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რობერტა მეცოლა – ვიმუშაოთ იმისთვის, რომ იგივე შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომიისის გადაწყვეტილებას “ტვიტერზე” ეხმაურება.

 

“უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს გზავნის. ავტოკრატიის წინააღმდეგ. თავისუფლებისთვის.

 

ევროპარლამენტის სახელით, ევროპული კომისიის რეკომენდაციას მივესალმები.

 

დღევანდელი გადაწყვეტილება გვაძლევს გზას, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

 

ჩვენ ასევე მივესალმებით მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.

 

ვიმუშაოთ იმისთვის, რომ იგივე შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას.

 

ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს. რათა გავაძლიეროთ ევროპა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და დავიცვათ თავისუფლება“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები