spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსი პეტრიაშვილი – 6 თვის განმავლობაში, ამ ხელისუფლების პირობებში დეოლიგარქიზაცია როგორ მიიღწევა, მე მართლა ვერ წარმომიდგენია

ამ 6 თვის განმავლობაში,  ამ ხელისუფლების პირობებში დეოლიგარქიზაცია როგორ მიიღწევა,  მე მართლა ვერ წარმომიდგენია, – ამის შესახებ   საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა  ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, საქართველომ ბევრი შრომა გასწია, რომ ამ დღეს წელგამართული შეხვედროდა, ამის ნაცვლად კი საჭირო დროს ყველაზე ცუდ ვითარებაში აღმოვჩნდით. 

 

“ამ ხელისუფლებას რეალურად რომ ჰქონოდა სურვილი, მართლა ყველაფერს გააკეთებდა კანდიდატობის სტატუსის მისაღებად. გული მწყდება, უსამართლობის განდაც მაქვს. ჩვენ წლების მანძილზე ძალიან ბევრი გავაკეთეთ ამისთვის,  ბევრი ოფლი,  სისხლი,  ენერგია, რესურსი დაიხარჯა იმისთვის, ეს მომენტი რომ დადგებოდა, ჩვენ კარგ ფორმაში შევხვედროდით ამას.  შევხვდით ყველაზე ცუდ ფორმაში,  ყველაზე აგრესიული, ანტიევროპული რიტორიკითა და პარტნიორების მიმართ დამოკიდებულებით. მე დიდი იმედით და ვარდისფერი სათვალით არ ვუყურებ პერსპექტივას.  

 

ამ 6 თვის განმავლობაში დეოლიგარქიზაცია როგორ მიიღწევა ამ ხელისუფლების პირობებში მე მართლა ვერ წარმომიდგენია“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები