spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ხელაშვილი – დეოლიგარქიაზაცია ოპოზიციისთვის შესაძლოა, საკუთარ ფეხში გასროლილი ტყვია აღმოჩნდეს

დეოლიგარქიაზაცია ოპოზიციისთვის შესაძლოა, საკუთარ ფეხში გასროლილი ტყვია აღმოჩნდეს, ვინაიდან დეოლიგარქიზაცია არის ის თემა, რომელიც მოხვდა სამივე ქვეყნის შესასრულებელ პირობებში. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც დააძალეს გასული წლის ნოემბერში ამ კანონის მიღება დასავლეთმა, იყო უკრაინა, რომელამცა მიიღო ეს კანონი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა “იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

 

“ოლიგარქი – ეს არის პიროვნება, რომელიც ერევა პოლიტიკურ ცხოვრებაში, აქვს გავლენა მასმედიაზე. პიროვნება, რომელსაც აქვს კომპანია, რომელიც დომინანტია ან მონოპოლია აქვს გარკვეულ სფეროში. ასევე, მისი ქონება აღემატება 84 მილიონ დოლარს. თუ ამას ავიღებთ, ოპოზიციის თითქმის ყველა წამყვანი პოლიტიკოსი ჯდება ზუსტად ამ კრიტერიუმებში. როდესაც ოპიზიცია ცდილობს, ბიძინა ივანიშვილზე დამიზნებით დეოლიგარქიზაციის თემა წინ წამოწიოს, ამას შეიძლება მათთვის სრულიად გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს“, – განაცხადა ხელაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები