spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარკეტა გრეგოროვა – ყოველთვის გახსოვდეთ, თქვენ უკან ვდგავართ რთულ პერიოდშიც და მაშინაც, როდესაც გაკრიტიკებთ

ჩემთვის ესაა მომავალი. დღეს მოხვედით, რომ აჩვენოთ, რა გსურთ მომავალში. ვფიქრობ, რომ იგივე გსურთ. გმადლობ, რომ ზრუნავთ, გმადლობ, რომ მოხვედით, მე სრულად გიჭერთ მხარს და ვზრუნავ თქვენს ევროპულ მომავალსა და ევროპულ მისწრაფებაზე, – განაცხადა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ აქციის “შინ ევროპისკენ” მონაწილეებისადმი მიმართვაში. 

 

“ნამდვილად ვფიქრობ, რომ თქვენ არამხოლოდ უნდა მიიღოთ კანდიდატის სტატუსი, არამედ უნდა ილაპარაკოთ თქვენზე, როგორც ქვეყანაზე, როგორც ხალხზე. თქვენ იმსახურებთ ევროკავშირის წევრობას. 

 

რა თქმა უნდა, კარგად იცით, რომ ჩვენ კრიტიკულები ვართ თქვენი მთავრობის მიმართ, საქართველოში არსებული ვითარების მიმართ, მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს ურთიერთობებს, ჩვენს სურვილს პროგრესს მიაღწიოთ, რომ შეძლოთ ჩვენი, ევროკავშირის ნაწილი გახდეთ. 

 

ყოველთვის გახსოვდეთ, თქვენ უკან ვდგავართ რთულ პერიოდშიც და მაშინაც, როდესაც გაკრიტიკებთ. ამიტომ, დარჩით ძლიერები, პროევროპელი იდეალისტები. დღეს ისეთივე მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც ჩემთვის“, – განაცხადა გრეგოროვამ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები