spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა მამულაშვილი – დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად დაინახეს, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან სრულიად სხვა იდეებისა და ღირებულებების მატარებლები, ვიდრე მთავრობა

ვფიქრობ, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად დაინახეს, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან სრულიად სხვა იდეებისა და  ღირებულებების მატარებლები, ვიდრე საქართველოს დღევანდელი მთავრობა, – ამის შესახებ  Front News-ს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა განუცხადა. 

 

მისივე თქმით, ვერანაირი რუსული პროპაგანდა ვერ შეცვლის ქართველი ხალხის სურვილს,  გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.  

 

“გუშინდელმა აქციამ გვაჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა არის მხოლოდ და მხოლოდ პროდასავლური გზის და ოჯახის წევრობის მომხრე.  ვერანაირი რუსული პროპაგანდა და რუსული ფული ამას ვერ შეცვლის, მიუხედავად ძალიან დიდი მცდელობისა რუსეთისა და მისი საცეცების მხრიდან საქართველოში. 

 

ვფიქრობ, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად დაინახეს, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან სრულიად სხვა იდეებისა და  ღირებულებების მატარებლები, ვიდრე საქართველოს დღევანდელი მთავრობა. 

 

მომავლის იმედი არ უნდა დავკარგოთ.  გუშინ იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იკვრება ერთ მუშტად ქართველი ერი, როდესაც რეალური საშიშროება დგება ხოლმე“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები