spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნედ პრაისი – მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან

აშშ მხარს უჭერს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.

 

მისი თქმით, გაწევრიანების პროცესის დეტალები და ვადები, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაა.

 

“ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გამოხატავდნენ დასავლეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის, უფრო მჭიდრო სიახლოვის სურვილს. 

 

შეერთებულმა შტატებმა იმუშავა ამ სამივე ქვეყანასთან, რათა დახმარებოდა დემოკრატიული ინსტიტუტების, კონტროლისა და ბალანსის სისტემის განვითარებაში, ევროპასთან და დასავლეთთან ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარებაში, და ჩვენ გავაგრძელებთ მათ გვერდში დგომას მომავალშიც”, – განაცხადა ნედ პრაისმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები