spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარკეტა გრეგოროვა – ნუ იტყუებით, ნუ იქნებით პრობლემა, იყავით გამოსავალი

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ოპოზიციასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 

“ბრიუსელში იყავით? მე ვერ გნახეთ, თუმცა შეხვედრები მქონდა ოპოზიციასთან და თითოეული მათგანი თითქმის გვეხვეწებოდა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ამიტომ ნუ იტყუებით. ჩამოდით ბრიუსელში და შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ნუ იქნებით პრობლემა, იყავით გამოსავალი”, – წერს მარკეტა გრეგოროვა.

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები ბრიუსელში დადიოდნენ და ითხოვდნენ, არ მიენიჭებინათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები