სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღო, – ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
“საქართველოს პრეზიდენტი მის უწმინდესობას ესაუბრა წმ. სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რომში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და აღნიშნა, რომ გუნდის კონცერტს თვითონაც დაესწრება.
მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დალოცა ქ-ნი სალომე და წარმატებული ვიზიტი უსურვა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.