spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – ჩვენ საამაყო მორაგბეებს, გელა აფრასიძეს და მიხეილ ნარიაშვილს ვულოცავ საფრანგეთის ჩემპიონობას

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მორაგბეებს –  გელა აფრასიძეს და მიხეილ ნარიაშვილს საფრანგეთის ჩემპიონობას ულოცავს.

 

“ჩვენ საამაყო მორაგბეებს, გელა აფრასიძეს და მიხეილ ნარიაშვილს ვულოცავ საფრანგეთის ჩემპიონობას” – წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.

 

“მონპელიე“, რომლის ღირსებას ქართველი მორაგბეები გელა აფრასიძე და მიხეილ ნარიაშვილი იცავენ, საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.

 

TOP 14-ის ფინალში “სტად დე ფრანსზე“ “მონპელიემ“ “კასტრი“ 29:10 დაამარცხა. 

 

“მონპელიე“ საფრანგეთის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები