მარნეულში საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე აივნის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი არიან 40 წლამდე ქალი და 8 თვის ორსული, რომელიც კლინკაში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.
ადგილობრივების თქმით, საავადმყოფოშია გადაყვანილი ორი მოზარდი. რვა წლის ბავშვი, რომელიც შედარებით მძიმე მდგომარეობაშია, თბილისში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.