spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა დოლიძე – ისე არიან გასული თავს, რომ დღეს სააპელაციო საამართლოს თავმჯდომარედ ცარიელი სკამი დანიშნეს

კლანი, “ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ისე არიან  გასული თავს, რომ დღეს სააპელაციო საამართლოს თავმჯდომარედ ცარიელი სკამი დანიშნეს, –  ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა, პარტია “ხალხისთვის“ თავმჯდომარემ ანა დოლიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, მიხეილ ჩინჩალაძე მეორე ვადით ისე დანიშნეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ, რომ მან გასაუბრებაზე მისვლაც კი არ ინება. 

 

“დღეს იუსტიციის საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნა ცარიელი სკამი. მიხეილ ჩინჩალაძემ არც კი ინება,  ფიზიკურად მოსულიყო და თუნდაც ფორმალურ კითხვებზე გაეცა პასუხი და  ფორმალურ გასაუბრებაში მიეღო მონაწილეობა.

 

კლანი, “ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ისე არის გასული თავს, რომ დღეს ცარიელი სკამი დანიშნეს საააპელაციო საამართლოს თავმჯდომარედ. საერთოდ არ აინტერესებთ რას ამბობს ევროკომისია თუ ევროპარლამენტი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები