არ მგონია, ქართველი ხალხის ნება ან ჩვენი წინაპრების ოცნება იყოს, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ტურიზმის მიმართულებით აჭარის რეგიონში მნიშვნელოვანი წინსვლაა და რადიკალებს ამ პროცესის შეფერხება სურთ.
“ყველას კარგად ესმის, მათ შორის ხალხს, რომ რადიკალური ნაწილი ცდილობს, მათ შორის ეს მიმდინარე აღდგენა ნებისმიერი საშუალებით დააზიანონ, გამოიწვიონ განსაკუთრებული უკმაყოფილება მოსახლეობაში, თუმცა ისინი ამ მიზანს ვერ მიაღწევენ და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დაიკავებს ჩვენს ღირსეულ ადგილს, მათ შორის, ევროპულ ოჯახში, თუმცა, არა მგონია, ქართველი ხალხის ნება იყოს ან ჩვენი წინაპრების ოცნება, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.