spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა შავგულიძე – სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება ყველაზე დიდი დანაშაულია, რისი ჩადენაც ადამიანს შეუძლია ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ

სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება ყველაზე დიდი დანაშაულია, რისი ჩადენაც ადამიანს შეუძლია ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, – ამის შესახებ Front News-ს  ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა შალვა შავგულიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის დავალების შესასრულებლად ანტისახელმწიფოებრივ მეთოდებს იყენებს. 

“ძალიან ცუდია,  რომ “ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ინტერესები არ ემთხვევა ქვეყნის ინტერესებს. ბიძინა ივანიშვილის ვალდებულებები რუსეთის წინაშე აიძულებს მას, რომ წავიდეს ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის საწინააღმდეგოდ. 

მეთოდები, რომელსააც იყენებს ხელისუფლება ამ დავალების შესასრულებლად არის ანტისახელმწიფოებრივი. ეს არის დანაშაული როგორც სახელმწიფოს,  ისე ხალხის წინაშე.

ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობს ქართული ოცნება სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას, რომელიც არა მხოლოდ სიტყვიერ, არამედ ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადადის. ეს ყველაზე დიდი დანაშაულია, რისი ჩადენაც ადამიანს შეუძლია ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა შავგულიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები