უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 35 750 (+150) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 01.07-მდე: ტანკები – 1 577 (+4), ჯავშანტექნიკა – 3 736 (+10), საარტილერიო სისტემები – 796 (+6), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 246 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 105 (+1), თვითმფრინავი – 217 (+0), ვერტმფრენები – 186 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 645 (+4), საკრუიზო რაკეტები – 143 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+1).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 610 (+8), სპეციალური ტექნიკა – 61 (+0).
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.