spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ტამიშის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებმა ტამიშის ბრძოლის 29 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 

“ტამიშის ბრძოლა აფხაზეთის ომის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდია. სამაგალითოა ქართველი მეომრების სიმამაცე და თავგანწირვა. რამდენიმედღიანი ბრძოლის შემდეგ, მთლიანად განადგურდა რუსული დესანტი, რომლის გადმოსხმის ოპერაცია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის მიერ იყო დაგეგმილი და კოორდინირებული.  ტამიშის ბრძოლში ჩვენ 250 მდე მებრძოლი დავკარგეთ. ყოველთვის გვემახსოვრება მათი სახელები და მომავალი თაობები მუდამ იამაყებენ ჩვენი მეომრების თავგანწირვით. დიდება გმირებს!“, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

 

ქართველი მებრძოლები გმირთა მემორიალთან გაიხსენეს და პატივი მიაგეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და კომიტეტის წევრმა რესან კონცელიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები