ჩიკაგოს გარეუბანში, 4 ივლისისადმი მიძღვნილ აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 20-ზე მეტი.
სროლის ხმა “ჰაილენდ პარკში” ღონისძიების დაწყებიდან 10 წუთში გაისმა.
მომხდარმა ქალაქში პანიკა გამოიწვია.
პოლიციაში აცხადებენ, რომ შეიარაღებულ პირებს ამ დრომდე ეძებენ.
ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, სახლიდან არ გავიდნენ.