spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში ახალგაზრდული პარლამენტის წევრების და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ჯგუფების მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

ბორჯომის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ბორჯომის ახალგაზრდულ ტრენინგ ცენტრთან არსებული ახალგაზრდული პარლამენტის წევრების და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ჯგუფების  მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

 

ახალგაზრდები სიგელებითა და წიგნებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილემ იოსებ რაზმაძემ და საკრებულოს დეპუტატებმა დააჯილდოვეს.

 

ღონისძიებას ესწრებოდა დეკანოზი იოანე (ხეცურიანი).

 

აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს ბავშვთა აღზრდის საქმეში გაწეული ღვაწლისთვის, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელისგან ქეთევან ნოზაძისგან  მადლიერების სიგელი გადაეცათ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები