spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბარამიძე – უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ისინი ანგრევენ ქართულ დემოკრატიას, ეს ასე არ გაუვათ

უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ისინი ანგრევენ ქართულ დემოკრატიას, ეს ასე არ გაუვათ, არც ქართველი ხალხი “გაუტარებს” და არც საქართველოს ის მეგობრები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიული განვითარება, –  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არავინ დაიწყებს ყურებას და დალოდებას, სანამ ბორია ივანიშვილი გადააქცევს ბელარუსად საქართველოს.

“უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ისინი ანგრევენ ქართულ დემოკრატიას, ეს ასე არ გაუვათ, არც ქართველი ხალხი “გაუტარებს” და არც საქართველოს ის მეგობრები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიული განვითარება. არავინ არ შეეგუება და არავინ დაიწყებს ყურებას და დალოდებას, სანამ ბორია ივანიშვილი გადააქცევს ბელარუსად საქართველოს.  ამიტომ, ბუნებრივია, იქნება გადადგმული ის ნაბიჯები, რომელიც შეუძლია ზემოქმედების სახით განახორციელოს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ამ პრორუსული რეჟიმის მიმართ, იქნება ეს ფინანსური სანქციები, იქნება ეს პოლიტიკური ზეწოლა, თუ  სხვა მშვიდობიანი მეთოდები”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები