spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ. ინიციატივა მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველს შალვა ხაჭაპურიძეს ეკუთვნის.

 

ის უკვე იმყოფებოდა ევროკავშირის წარმომადგენლობაში, სადაც ამ საკითხზე შეხვედრები გამართა. შესაბამის პასუხს ადვოკატი 2 დღეში ელოდება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, გამოგზავნის თუ არა ევროკავშირი იურისტებისგან შემდგარ სპეციალურ ჯგუფს, რომელიც მესამე პრეზიდენტის საქმის მონიტორინგში ჩაერთვება.

 

“საუბარი იყო ძირითადად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და პირადად ჩემი თხოვნა იყო, რომ მოეხერხებინათ რამენაირად ამ ექსპერტიზის ჩატარებაში ან შემდგომ საქმის მსვლელობაზე გამოყონ სპეციალური წარმომადგენელი, ვინც დააკვირდება ამ საქმის მსვლელობას და მეორე, ასევე მნიშვნელოვანი თხოვნა იყო, რომ გამოეყენებინათ თავიანთი დიპლომატიური არხები იმისთვის, რომ უზრუნველყონ სამართლიანი სასამართლოს უფლება პატიმრისთვის”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ “მთავართან”. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები