spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – 41 დაღუპული და 180-ზე მეტი დაჭრილი, რუსი ნაძირალები აუცილებლად გადაიხდიან ამ დარტყმისთვის

რუსეთის ფედერაციამ ორი ბალისტიკური რაკეტით დაარტყა პოლტავას ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებას, ნაწილობრივ განადგურდა კომუნიკაციების ინსტიტუტის ერთ-ერთი შენობა. ამ დროისთვის დაღუპულია 41 ადამიანი, 180 დაშავდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“მივიღე წინასწარი ცნობები პოლტავაში რუსეთის დარტყმის შესახებ. არსებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე ორი ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა. მათი სამიზნე საგანმანათლებლო დაწესებულება და ახლომდებარე საავადმყოფოა, ნაწილობრივ გაანადგურეს სატელეკომუნიკაციო ინსტიტუტის ერთ-ერთი შენობა.

ხალხი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. ბევრი ადამიანი გადაარჩინეს, მაგრამ 180-ზე მეტი დაშავდა. სამწუხაროდ, ბევრი მსხვერპლია. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაიღუპა 41 ადამიანი. ვუსამძიმრებ მათ ყველა ნათესავს და ახლობელს.

მე გავეცი ბრძანება სრული და სწრაფი გამოძიების, ყველა გარემოების შესახებ. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ყველა საჭირო სამსახური. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც აფეთქების შემდეგ პირველივე წუთებიდან ცდილობდა დახმარებას და სიცოცხლის გადარჩენას.

რუსი ნაძირალები აუცილებლად გადაიხდიან ამ დარტყმისთვის. კვლავ მოვუწოდებთ ყველას მსოფლიოში, ვისაც აქვს ძალა, შეაჩეროს ეს ტერორი: უკრაინას ახლა სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები და არა საწყობში. შორ მანძილზე დარტყმები, რომლებსაც შეუძლიათ რუსული ტერორისგან დაგვიცვას, საჭიროა ახლა და არა მოგვიანებით. ყოველი დაგვიანებული დღე, სამწუხაროდ, მეტ დაკარგულ სიცოცხლეს ნიშნავს.

მარადიული ხსოვნა ყველას, ვისაც სიცოცხლე წაართვა რუსეთმა”, – წერს ზელენსკი.

პოლტავაზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ რეგიონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები