ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთს აქვს რაღაც დასაბრუნებელი – მაგალითად, ალასკა,- ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.
“წესიერება არ არის სისუსტე, ჩვენ გვაქვს რაღაც პასუხი. ამერიკას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ იქ არის ტერიტორიის ნაწილი – ალასკა. სწორედ მაშინ, როდესაც იწყებენ ჩვენი რესურსების საზღვარგარეთ განკარგვის მცდელობას, სანამ ამას გააკეთებენ, იფიქრონ, რომ ჩვენ ასევე გვაქვს რაღაც დასაბრუნებელი“, – განაცხადა ვოლოდინმა.
მისი თქმით, წინა დღით მან ნორვეგიასთან შეთანხმების დენონსაციის შესაძლებლობის განხილვის დავალება გასცა, მეორე დღეს კი ოსლომ ადრე დაკავებული კონტეინერების გავლა დაუშვა.