spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თენგიზ ცერცვაძე – ვაქცინაციის პროცესი უნდა გავააქტიუროთ, გამოვიყენოთ პირბადე

ვაქცინაციის პროცესი უნდა გავააქტიუროთ, გამოვიყენოთ პირბადე მუნიციპალურ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში და ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა.

 

“სულ რაღაც ორი კვირის წინ იყო 50-60 ახალი შემთხვევა და დღეს იყო 600-ზე მეტი ახალი შემთხვევა. მე პირადად ველი, რომ იქნება შემთხვევების ზრდა და ჩემი ვარაუდით, ეს ზრდა პიკს შემოდგომაზე მიაღწევს. ვაქცინაციის პროცესი უნდა გავააქტიუროთ. გამოვიყენოთ პირბადე მუნიციპალურ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში და ხალხმრავალი შეკრების ადგილებში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები