spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შამბა ადასტურებს, რომ რუსეთმა პირველი სექტემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ადასტურებს, რომ რუსეთმა აფხაზეთის დაფინანსება მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან შეაჩერა და აფხაზურ მხარეს გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა.

მისი თქმით, მოსკოვში არაერთხელ განაცხადეს, რომ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ შესაძლოა, გარკვეული სანქციები გამოიწვიოს.

“პირველი სექტემბრიდან მათი განხორციელება უკვე დაიწყო. მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რაც ეხება ექიმებს, მოსწავლეებს, ძალოვან სტრუქტურებსა და სხვა. ეს, აშკარად, პირველი ასეთი ნაბიჯებია”, – განაცხადა შამბამ.

მისივე თქმით, ზამთარში რუსეთიდან მიღებული ელექტროენერგიის კომერციული ფასის გადახდა მოუწევთ.

30 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო დეპუტატებს, რომლებიც ე.წ. აპარტამენტების კანონის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები