წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩქვალერში, ინწრას ხეობაში პოლონელი ტურისტი ჩანჩქერში გადავარდა და დაიღუპა – ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“რამდენიმე წუთის წინ ტრაგედია დატრიალდა ინწრას ხეობაში. პოლონელი ტურისტი 1989 წ დაბადებული გოგონა ჩანჩქერში გადავარდა. ის გარდაცვლილია. მობილიზებულია პოლიცია”, – წერს ბელქანია.
ტურისტის ცხედარი ჩანჩქერიდან უკვე ამოასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.