უკრაინა შეინარჩუნებს რუსეთის ფედერაციის ოკუპირებულ ტერიტორიებს მანამ, სანამ არ აიძულებს რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინს დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა შეინარჩუნებს ამ ტერიტორიებს, რადგან ეს მისი “გამარჯვების გეგმის” განუყოფელი ნაწილია ომის დასრულებისთვის.
“ჯერ ის ჩვენ გვჭირდება” – აღნიშნა ზელენსკიმ იმ ტერიტორიების შესახებ, რომელსაც ახლა უკრაინა რუსეთში იკავებს.
ამავე დროს, ზელენსკიმ არ დააკონკრეტა აპირებს თუ არა უკრაინა რუსეთის მეტი ტერიტორიის ხელში ჩაგდებას.
რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაცია 6 აგვისტოდან მიმდინარეობს, ამ დროისთვის უკრაინა კურსკის ოლქის 100-ზე მეტ დასახლებას აკონტროლებს.