ჩემთვის, ბიძინა ივანიშვილი 2012 წლიდან ეგზისტენციალური საფრთხეა ამ ქვეყნისთვის. ყველას ჩვენ გვაქვს ჩვენი მისია და უნდა შევასრულოთ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილება, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, შუალედური არჩევნები არ არსებობს.
“ჩემთვის, ბიძინა ივანიშვილი 2012 წლიდან ეგზისტენციალური საფრთხეა ამ ქვეყნისთვის. “რუსული კანონის” მიღების და უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, პრაქტიკულად,
ამ ხელისუფლებამ განაცხადა თავისი დამოკიდებულება. ეს არის იზოლაცია, ჩვენი საერთაშორისო ყველა მეგობრის ჩამოცილება, ევროკავშირში წინაღობის შექმნა და ეს არის ზოგადად რუსულ ორბიტაზე ჩაჩეხვა და ჩარჩენა, იმიტომ, რომ თუ არ ვართ ჩვენ ნატოსა და ევროკავშირში, სადაც არის ცივილიზებული სამყარო, მაშინ ხარ რუსეთთან. ყველას უნდა ესმოდეს, რომ შუალედური არჩევანი არ არსებობს.
ყველას ჩვენ გვაქვს ჩვენი მისია და უნდა შევასრულოთ ეს მისია – ეს არის ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილება”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.