spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – პოლტავაში ნანგრევების ქვეშ ხალხია, ყველაფერს ვაკეთებთ მათ გადასარჩენად

რუსეთის არმიამ პოლტავას სასწავლო ცენტრს ორი ბალისტიკური რაკეტით დაარტყა. ნანგრევების ქვეშ ჯერ ისევ არის ხალხი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“სამწუხაროდ, ბევრი დაღუპულია, ცნობილია, რომ დანგრეული შენობის ნანგრევების ქვეშ არის ხალხი. ყველაფერი კეთდება მეტი სიცოცხლის გადასარჩენად. ამჟამად არსებული ინფორმაციით, რუსეთის ამ დარტყმას 51 ადამიანი ემსხვერპლა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ძალოვანი უწყებები და უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ამ ტრაგედიის ყველა გარემოებას არკვევენ.

“იყო საჰაერო თავდასხმის სიგნალი, ყველაფერი – ყველა დეტალი – უნდა დადგინდეს და შემოწმდეს გამოძიების დროს”, – აღნიშნა მან.

3 სექტემბერს რუსეთის არმიამ ქალაქ პოლტავაში მდებარე სასწავლო ცენტრს დაარტყა. თავდასხმის შედეგად ქალაქში კავშირგაბმულობის ინსტიტუტი ნაწილობრივ განადგურდა. ბოლო ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 271 ადამიანი დაშავდა, 50-ზე მეტი კი დაიღუპა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები