ისრაელი თანახმაა, მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზის პროცესში ჩაერთოს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
“წერილი გაიგზავნა ისრაელში, ნატო-ს წევრ სახელმწიფოებში და აშშ-ში. საუბარია 50 საექსპერტო ჯგუფზე. ისრაელმა თანხმობა უკვე გამოგვიცხადა. რამდენიმე წუთის წინ, აშშ-დან ერთი ექსპერტისგან მოგვივიდა თანხმობა”, – აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.
მისივე თქმით, ნატო-ს წევრი რომელი ქვეყნის მედიკოსები ჩაერთვებიან საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის ექსპერტიზაში, კვირის ბოლომდე გაირკვევა.