spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – 12 წლის შემდეგ ხალხმა გადაწყვიტა, რომ ცვლილებების დრო მოვიდა, ეს ხალხი უნდა გაუშვას ხელისუფლებიდან

12 წლის შემდეგ ხალხმა გადაწყვიტა, რომ ცვლილებების დრო მოვიდა. ეს ხალხი უნდა გაუშვას ხელისუფლებიდან, რომელმაც ქვეყანაში კორუფციული და ორგანიზებული დანაშაულებრივი სისტემა შექმნა, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა დროა, ყველამ ქვეყნის მომავალზე იფიქროს.

“ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ გადადოს თავისი პერსონალური მე. იმაზე ვიფიქროთ, სად იქნება ქვეყანა 26 ოქტომბერს და მერე ყველას ადგილი მოიძებნება, პირველ რიგში, ემიგრაციაში მყოფი ქართველების, რომლებიც ასე ოცნებობენ თავისუფალ, სამართლიან და ევროპულ ქვეყანაში დაბრუნებაზე. ეს არის ახლა პროცესი, რომელსაც მე ვხედავ ამ ორ თვეში. სექტემბერი არის მნიშვნელოვანი.

12 წლის შემდეგ ხალხმა გადაწყვიტა, რომ ცვლილებების დრო მოვიდა. ეს ხალხი უნდა გაუშვას ხელისუფლებიდან, რომელმაც ქვეყანაში ისეთი კორუფციული სისტემა და ისეთი ორგანიზებული დანაშაულებრივი სისტემა შექმნა, რომ უკვე ჰელსინკის კომისიამ უსერიოზულესი დასკვნა დადო დანაშაულებრივი სქემის, რომელიც ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებთან მიდის”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები